დიდგორის ველზე ე.წ. დრიფტაობისთვის ქვემო ქართლის პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 4 პირი დააჯარიმა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე, ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალების და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელების ე.წ. დრიფტის ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული მოკვლევით დადგინდა, რომ 2007 წელს დაბადებული ნ.გ.-მ, 2002 წელს დაბადებული თ.ლ.-მ, 2005 წელს დაბადებული ჯ.მ.-მ და 2002 წელს დაბადებული ლ.ვ.-მ სხვადასხვა დროს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დრიფტი გამართეს.

სამართალდამცველების მიერ ოთხივე მათგანი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 17-ე და 121-ე მუხლის I ნაწილების შესაბამისად დაჯარიმდნენ.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). დიდგორის ველზე ე.წ. დრიფტაობისთვის ქვემო ქართლის პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 4 პირი დააჯარიმა. 17 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დიდგორის-ველზე-ე-წ-დრიფტა/

  მკვლელობით დასრულებული დაპირისპირება ორ კლანს შორის - „დამპალოს სასაფლაოზე“ ჩატარებული სპეცოპერაცია და საქმის დეტალები
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi