შვრიის კვასი – ჯანმრთელობის საწინდარი!

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

შვრიის კვასი – ჯანმრთელობის საწინდარი!

ამ სასმელის მომზადება არ საჭიროებს დიდ დროსა და განსაკუთრებულ უნარს!

შვრიის კვასი არის ეფექტური სამკურნალო სასმელი. ძველი რეცეფტებიდან როგორც ვიგებთ, ამ მშვენიერი სასმელის მოსამზადებლად მრავალი გზა არსებობდა.

თანამედროვე დროში შვრიის კვასმა პოპულარობა დაკარგა.  სამწუხაროა, რადგან ეს სასმელი არა მხოლოდ წყურვილს კლავს,  გემოც კარგი აქვს და ორგანიზმის ჯანმრთელობასაც უზრუნველყოფს!

ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების არსებობის გამო, შვრიის კვასი სასარგებლოა მთელი ორგანიზმისთვის.

- Advertisement -
Ad imageAd image

ამ სასმელის მომზადება არ საჭიროებს დიდ დროს და განსაკუთრებულ უნარს.

კლასიკური შვრიის კვასის დასამზადებლად შეგიძლიათ უმარტივესი რეცეპტი გამოიყენოთ:

3 ლიტრიან ჭურჭელში ჩაყარეთ 400-500 გრ. გარეცხილი შვრია, დაამატეთ 3-4 სუფრის კოვზი შაქარი, დაასხით ცივი  წყალი, დაფარეთ კონტეინერი და გააჩერეთ 3-4 დღე ოთახის ტემპერატურაზე.

kvasi

თუ მოგწონთ კვასის მკვეთრი გემო, გადაწურვის შემდეგ დარჩენილ შვრიას კვლავ დაამატეთ შაქარი და წყალი , 4 დღის შემდეგ გადაწურეთ სითხე და კვასიც მზადაა.

- Advertisement -
Ad imageAd image

შვრიის დუღილი გრძელდება სამი თვის განმავლობაში, შეგიძლიათ გააკეთოთ კვასი შვრიისგან, რომლის რეცეპტში შედის ქიშმიში და ნატურალური თაფლი.

ამ კვასის მომზადება კლასიკური რეცეპტის მსგავსია, მხოლოდ შაქარი იცვლება 50 გრ. ქიშმიშითა  და 1-2 სუფრის კოვზი ნებისმიერი თაფლით. ქიშმიში კვასის ფერს უფრო მუქს ხდის და სასმელს არომატს მატებს.

Შვრიის კვასის, რომლის სასარგებლო თვისებებიც დიდი ხანია ცნობილია, დალევა ყველას შეუძლია, თუნდაც ბავშვებს.

  • შვრიის კვასი დილის ყავის შესანიშნავი შემცვლელია. ამ მარცვლეულის შემადგენლობაში შემავალი სახამებლის წყალობით, ადამიანი იღებს ენერგიას  კოფეინის გარეშე.
  • შვრიაში არსებული  ცილა სასარგებლო გავლენას ახდენს ქსოვილის აღდგენაზე და ბოჭკოვანი ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
  • შვრიის კვასი ასევე აუმჯობესებს სხეულის მეტაბოლურ პროცესებს. სწრაფად ავსებს ვიტამინის დეფიციტს და აძლიერებს კბილების მინანქარს.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). შვრიის კვასი – ჯანმრთელობის საწინდარი!. 4 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შვრიის-კვასი-ჯანმრთელო/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-18T22:27:19+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi