შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოშვედეთში ბაბუა-ბებიებისთვის შვილიშვილების მოვლა ანაზღაურებადი გახდა

შვედეთში ბაბუა-ბებიებისთვის შვილიშვილების მოვლა ანაზღაურებადი გახდა

შვედეთში ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც ბებია-ბაბუებს შვილიშვილების მოვლისთვის ანაზღაურებადი შვებულების შესაძლებლობას აძლევს. შვებულების აღება შესაძლებელია ბავშვის გაჩენიდან სამი თვის განმავლობაში.

კანონის მიხედვით, მშობლებს შეუძლიათ, ბავშვის მოვლისთვის განკუთვნილი საკუთარი შეღავათის ნაწილი ბებიასა და ბაბუას გადასცენ.

შვედეთში სახელმწიფო შეღავათების გადახდა თითოეულ ბავშვზე 480 დღის განმავლობაში ხდება, ანუ დაახლოებით 16 თვის განმავლობაში, აქედან 390 დღის კომპენსაცია გამოითვლება პირის სრული შემოსავლის საფუძველზე, ხოლო დარჩენილი 90 დღის განმავლობაში იღებენ ფიქსირებულ თანხას – 180 კრონს, რაც დღეში 17 დოლარია.

შვედეთში მშობლებისთვის სხვა შეღავათებიც არსებობს, კერძოდ, მათ შეუძლიათ, მოკლე სამუშაო დღით ისარგებლონ, ვიდრე ბავშვი 8 წლის ასაკს არ მიაღწევს.

შვედეთი იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც მშობლის ფასიანი შვებულება მამებისთვისაც შემოიღო.

  „აშშ-ის ჩარევა ისრაელ-ირანის კონფლიქტში ახალ ესკალაციას გამოიწვევს“ - დიმიტრი პესკოვი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი