შენობის რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების წესები არ დარღვეულა. ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „ნექსთ გონიო+“-ის იურისტმა განაცხადა.
„26-სართულიანი შენობა უკვე დასრულებულია, ახლა მიმდინარეობდა მოპირკეთების სამუშაოები, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია აწარმოებდა. ჩვენი მხრიდან უსაფრთხოების წესები არ იყო დარღვეული, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ. დეტალებს ვერ გეტყვით, ვერც დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მხოლოდ ის ვიცი, რომ გადაყვანილია კლინიკაში“, – განაცხადა იურისტმა.
გონიოში მშენებარე კორპუსის რკინის კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi