შენობის რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა- „კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების წესები არ დარღვეულა“ – კომპანია „ნექსთ გონიო+“-ის იურისტი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

შენობის რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების წესები არ დარღვეულა. ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „ნექსთ გონიო+“-ის იურისტმა განაცხადა.

„26-სართულიანი შენობა უკვე დასრულებულია, ახლა მიმდინარეობდა მოპირკეთების სამუშაოები, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია აწარმოებდა. ჩვენი მხრიდან უსაფრთხოების წესები არ იყო დარღვეული, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ. დეტალებს ვერ გეტყვით, ვერც დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მხოლოდ ის ვიცი, რომ გადაყვანილია კლინიკაში“, – განაცხადა იურისტმა.

გონიოში მშენებარე კორპუსის რკინის კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). შენობის რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა- „კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების წესები არ დარღვეულა“ – კომპანია „ნექსთ გონიო+“-ის იურისტი. 18 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/შენობის-რკინის-კონსტრუქც/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi