საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 28 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.

ქვეყნიდან გააძევეს: აზერბაიჯანის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ისრაელის, პაკისტანის, რუსეთის და ჩინეთის – ჯამში 28 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე. 9 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოდან-გააძევეს-უ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi