შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაშემოსავლების სამსახური: დამქირავებელი ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“

შემოსავლების სამსახური: დამქირავებელი ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“

მიმდინარე წლის ივლისის თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სამშენებლო სექტორში 589 მეწარმე სუბიექტი გადაამოწმეს, საიდანაც 147 მეწარმე სუბიექტი არასრულყოფილად აწარმოებდა „დაქირავებულ პირთა რეესტრს“. კერძოდ, რეესტრში ასახვის გარეშე დასაქმებულები ჰყავდათ 566 პირი. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩატარებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სამართალდამრღვევ პირებს შეეფარდათ სანქცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

„შემოსავლების სამსახური ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს შეახსენებს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოშობს გადასახადების გადახდისგან თავის არიდების რისკებს და მოუწოდებს დაქირავებულ პირთან შრომითი კონტრაქტის გაფორმებისთანავე, კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინონ მათი ასახვა „დაქირავებულ პირთა რეესტრში“.

აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, უწყების მიერ ,,დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  შემოსავლების სამსახური: დაზარალებულ პირებს, ჩამოწერილ და შემდგომ საგადასახადო ორგანოს მიერ დადასტურებულ განადგურებულ საქონელზე, ახალი საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი