საზოგადოებისთვის ცნობილი ქალბატონები მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად გაერთიანდნენ. ვიდეორგოლში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ქალბატონები ყველას მოუწოდებენ, მოხუცების დასახმარებლად გაერთიანდნენ.
„შემოგვიერთდით, ერთი ლარიც კი მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავენ ქალბატონები ვიდეომიმართვაში.
ვიდეომიმართვაში მონაწილეობას იღებენ სალომე ღვინიაშვილი, მანიკა ასათიანი, თეონა თავართქილაძე, ნინჩო ჯიბლაძე, ნინო ელიავა და სხვები.
აღსანიშნავია, რომ ცნობილ ქალბატონთა შორის არის მაკა ასათიანიც, რომელიც ფართო აუდიტორიის წინაშე დიდი ხანია არ გამოჩენილა.
„ჩვენ ჰოსპისმა ფერისცვალებამ გაგვაერთიანა, რომელიც წლებია უსასყიდლოდ უვლის მძიმე ავადმყოფებს და მარტოხელა მოხუცებს. ჰოსპისის საქმიანობის გაგრძელება, პირდაპირაა დამოკიდებული შემოწირულობებზე.
გიწვევთ ჰოსპისის სამეგობროში ყველას, ვინც თანაუგრძნობს და იზიარებს ჩვენს მისიას. შეგიძლიათ, დააყენოთ ყოველთვიური ავტომატური გადარიცხვა ინტერნეტბანკში და ერთად ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
თიბისი:
GE86TB7159036080100005
მიმღები – ჰოსპისი ფერისცვალება
საქართველოს ბანკი:
GE75BG0000000121183500
მიმღები – ფერიცვალების დედათა მონასტერი“, – ვკითხულობთ ვიდეომიმართვის აღწერაში.
მასალის გამოყენების პირობები