შეკრება-მანიფესტაციაზე მყოფ იმ პირთა ნუსხას, რომელთაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სახის დაფარვის უფლება ექნებათ, შინაგან საქმეთა მინისტრი დაადგენს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

შეკრება-მანიფესტაციაზე მყოფ იმ პირთა ნუსხას, რომელთაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სახის დაფარვის უფლება ექნებათ, შინაგან საქმეთა მინისტრი დაადგენს.

ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი განსაზღვრავს ასეთ პირებზე შესაბამისი ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს.

პროექტის მიხედვით, აქციის მონაწილეებს პიროტექნიკური ნაწარმის გარდა, ასევე ეკრძალებათ იქონიონ ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი ისეთი საშუალება, “რომლის გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას და მათ სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას”.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო. მას დღესვე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ. კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). შეკრება-მანიფესტაციაზე მყოფ იმ პირთა ნუსხას, რომელთაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სახის დაფარვის უფლება ექნებათ, შინაგან საქმეთა მინისტრი დაადგენს. 12 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/შეკრება-მანიფესტაციაზე-მ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi