ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაშეიძლება თუ არა მეჯვარეებსა და მოგვარეებს შორის ქორწინება

შეიძლება თუ არა მეჯვარეებსა და მოგვარეებს შორის ქორწინება

„მეჯვარეს არანაირი ფუნქცია არ აკისრია გარდა იმისა, რომ ის არის უბრალოდ მოწმე, დამსწრე ჯვრისწერის. აქედან გამომდინარე მეჯვარეებს შორის ქორწინება დასაშვებია,“- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელთმსახური, მამა ლონგინოზ სუარიშვილი.

„არანაირი სულიერი ნათესაობა ჯვარდაწერილებსა და მეჯვარეებს შორის არ მყარდება. ჩვენთან ტრადიციად არის ქცეული, რომ მეჯვარემ აუცილებლად შვილი უნდა მოუნათლოს წყვილს. ეს არ არის აუცილებელი პირობა, მათ შეუძლიათ უარი თქვან ბავშვის მონათვლაზე ან ერთ-ერთმა მათგანმა მონათლოს მხოლოდ. აქედან გამომდინარე  მეჯვარეებს შორის ქორწინება დასაშვებია. შესაძლებელია ცოლ-ქმარიც დადგეს წყვილის მეჯვარედ.“ – ამბობს მამა ლონგინოზი.

მან ასევე ისაუბრა მოგვარეებს შორის ქორწინებაზე, თუ რა ხარისხშია დასაშვები ნათესაური კავშირები და აღნიშნა, რომ მოგვარეებს შორის ქორწინება არ არის აკრძალული, თუ ისინი არ არიან ახლო სისხლით ნათესავები.

მამა ლონგინოზი: „საეკლესიო კანონიკით ქორწინება ნებადართულია მე-5 ხარისხიდან, თითო ხარისხში 2 თაობაა, მე-4 ხარისხი არის მერვე თაობა. მერვე თაობიდან დასაშვებია ქორწინება ნათესავებს შორის. საეკლესიო კანონიკით მოგვარეებს შორის ქორწინება არ არის აკრძალული, თუ ისინი არ არიან ახლო სისხლით ნათესავები.“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები ამოქმედდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი