ხუთშაბათი, ნოემბერი 27, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„შეიქმნება 24 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი და პროექტის დასრულების შემდეგ, შეიქმნება 8...

„შეიქმნება 24 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი და პროექტის დასრულების შემდეგ, შეიქმნება 8 ათასზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი – მშენებლობას უზრუნველყოფენ ქართული სამშენებლო კომპანიები“ – პრემიერი

Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების ეტაპზე შეიქმნება 24 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი და პროექტის დასრულების შემდეგ, შეიქმნება 8 ათასზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშენებლობას უზრუნველყოფენ ქართული სამშენებლო კომპანიები, ეს არის კომპანია Eagle Hills-ის მიდგომა.

„ისინი ოპერირებენ ადგილობრივი კომპანიების მეშვეობით და ისინი გეგმავენ დააკონტრაქტონ სწორედ ქართული კომპანიები და შესაბამისად, ქართული კომპანიები მაქსიმალურად დაასაქმებენ საქართველოს მოქალაქეებს პროექტების განხორციელების დროს. ეს პრაქტიკა თავის წვლილს შეიტანს ბიზნესსექტორის განვითარებაში საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  როგორ შევინარჩუნოთ სხეულის ლამაზი ფორმები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი