შაქრიანი დიაბეტი და კიბო — მკაცრი რეალობა და რთული მენეჯმენტი
დღეს მსოფლიოში დიაბეტისა და კიბოს შემთხვევები საგრძნობლად იმატებს. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ტენდენცია, რომ ორივე დაავადება ხშირად ერთსა და იმავე პაციენტს ერთდროულად აღენიშნება. ასეთ შემთხვევებში დაავადებების მართვა რთულდება, რაც საჭიროებს მაღალკვალიფიციურ, ინდივიდუალურად მორგებულ და მულტიდისციპლინურ მიდგომას.
რას ნიშნავს დიაბეტი კიბოს მქონე პაციენტისთვის?
როცა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანს სიმსივნე დაუდასტურდება, ეს არა მხოლოდ ფიზიოლოგიური, არამედ ფსიქოლოგიური გამოწვევაცაა. ხშირად სტრესი და მკურნალობის პრიორიტეტების გადანაცვლება იწვევს გლუკოზის დონის დესტაბილიზაციას, რაც საფრთხეს უქმნის დიაბეტის მართვას.
შეიძლება მოხდეს ისე, რომ ონკოლოგიური პრეპარატები გავლენას ახდენდეს სისხლში შაქრის დონეზე ან გარკვეულმა მედიკამენტებმა შეამციროს იმუნური პასუხი. შესაბამისად, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა რთულდება და მკურნალობის შედეგებიც არასასურველია. გააგრძელეთ კითხვა