შალვა ძნელაძის მუზეუმში ქეთევან ხარატიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით “მეტამორფოზა”.
ექსპოზიცია მხატვრის მრავალწლიანი შემოქმედების ერთიან სურათს ქმნის და აერთიანებს გრაფიკას კარიკარტურას, ფერწერას, თეატრალურ მხატვრობას და სცენოგრაფიას.
გამოფენის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილია ცნობილი ქართველი მხატვრების კარიკატურების სპეციალური სერია, სადაც კარიკატურა მხოლოდ იუმორისტული გამოსახულება აღარ არის და თითოეული ხელოვანის პიროვნებისა და შემოქმდებითი სამყაროს ინტერპრეტაციად იქცევა.
მნახველმა ასევე იხილა საგაზეთო კარიკატურები ტუშისა და აკვარელის ტექნიკით შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები და ფერწერული ტილოები.
„გამოფენილი არის ჩემი მრავალწლიანი შემოქმდება – გრაფიკა, ფერწერა და სცენოგრაფია კარიკატურასთან ერთად“ – ამბობს ქეთევან ხარატიშვილი
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). შალვა ძნელაძის მუზეუმში ქეთევან ხარატიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით “მეტამორფოზა”. 13 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შალვა-ძნელაძის-მუზეუმში/
