შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

შალვა პაპუაშვილმა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა და თანადგომა გამოუცხადა აზერბაიჯანის მთავრობას და ხალხს.

25 დეკემბერს, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. 27 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/შალვა-პაპუაშვილმა-აზერბა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi