ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიიურისტიყოველთვის სანდოა თუ არა ოქროს სინჯი და როგორ მოწმდება სიყალბე მაგნიტის დახმარებით

ყოველთვის სანდოა თუ არა ოქროს სინჯი და როგორ მოწმდება სიყალბე მაგნიტის დახმარებით

სოციალურ ქსელში ბევრი დაზარალებული ოქროდ შეძენილ ნაკეთობებზე წერს, რომლებიც შემდგომში ოქრო არ აღმოჩნდა. მომხმარებლებმა, რომლებსაც ეგონათ, რომ ოქრო ჰქონდათ ნაყიდი, როდესაც მისი ლომბარდში მიტანა ან გაყიდვა დასჭირდათ, აღმოაჩინეს, რომ ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ იყო ოქრო, ზოგ შემთხვევაში, სინჯი მასზე მითითებულს არ შეესაბამებოდა. თემას ვრცელი სიუჟეტი “იმედის დღეში” მარიამ მდინარაძემ მიუძღვნა:

რით განსხვავდება სხვადასხვა ხარისხის ოქრო ერთმანეთისაგან?

თუ ოქროს საყიდლად მიდიხართ, იტალიურ ოქროს ყიდულობთ და რეალიზატორი გეუბნებათ, რომ 24-კარატიანია, ეს ნიშნავს, რომ მისი სინჯი 999-ია.

უფრო ნაკლებია 22-კარატიანი. ძალიან ხარისხიანია 750-სინჯიანიც. თუ ბეჭედი 18-კარატიანია, ეს ნიშნავს, რომ მასში 75% ოქროა, დანარჩენი კი მინარევი. მინარევი შეიძლება იყოს, ვერცხლი, სპილენძი, სხვადასხვა უფრო იაფფასიანი ლითონები.ყველაზე გავრცელებული 585, 583-იანი სინჯის 14-კარატიანი ოქროა. ასეთი ოქრო ხარისხიანად ითვლება, მაგრამ ყველაზე დაბალი ფასი აქვს.

ოქროს ფერი იმ მინარევზეა დამოკიდებული, რაც მას აქვს. შეიძლება ერთი და იგივე სინჯის მქონე ოქრო სხვადასხვა ფერი იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე უკეთესია ან პირიქით. ერთს სხვა მინარევი ექნება, მეორეს კი – სხვა. იმ ნაკეთობას, სადაც სპილენძის მინარევი ჭარბობს, სპილენძისფერი დაკრავს. თეთრ ოქროში ნიკელია და მის ხარჯზეა თეთრი. ოქრო ყველგან, ყველა ნაკეთობაში ერთნაირია.

583-ზე ქვემოთ სინჯი უკვე ითვლება, რომ ნაკეთობა დაბალი ხარისხისაა.

ბევრი ადამიანი ოქროს წარმომავლობას აქცევს ყურადღებას. მაგალითად, გავრცელებულია მოსაზრება, რომ რუსული ოქრო კარგია. თუმცა, ეს მითია. რუსული ოქროც შეიძლება იყოს უხარისხოც და ხარისხიანიც.

სოციალურ ქსელში ხშირად წერენ ადამიანები, რომ მათ მიერ შეძენილი ოქროს ნაკეთობა ყალბი ან შეუსაბამო სინჯის იყო. ოქროს ხარისხის დასადგენად მომხმარებელთა ნაწილი გარკვეულ გარემოებებს ითვალისწინებს. მაგალითად, მისი წარმოების ადგილს. ხშირად არჩევანს რუსული, თურქული, იტალიური და სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ პროდუქციას შორის აკეთებენ.

ხათუნა გაჩეჩილაძე, ექსპერტი, პროფესორი ამავე სიუჟეტში ამბობს: “ოქრო და ნაკეთობა, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს დამზადებული, თუ ხარისხი კარგია, კარგია. მაგრამ, სიყალბე ძალიან დიდია. შემოტანილ ნივთებშიც კი, უამრავი არაძვირფასი ლითონია.”

  რომელ საკვებს უნდა მოვერიდოთ ჯანსაღი კვების დროს

დამღა სინჯით ნაკეთობაში ოქროს პროცენტულ შემცველობაზე მიგვანიშნებს. თუმცა, დამღა ყოველთვის რეალურ სინჯს არ შეესაბამება.

“დამღას არ შეიძლება, ენდოთ. დღეს ბაზარი სავსეა ისეთი არაძვირფასი ლითონებით, რომლებზეც დამღებია წარმოდგენილი.” – ამბობს ექსპერტი.

დაბალი სინჯის ოქროს ნაკეთობა დროთა განმავლობაში კანზე სიშავეს დატოვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მასში ოქროზე მეტი სხვა მინარევებია. მაგალითად, სპილენძი ან ვერცხლი, რომელიც ჰაერში არსებულ გოგირდწყალბადთან რეაქციაში შედის. შესაძლოა, ასეთმა ნაკეთობამ ქავილი, კანის გაღიზიანება და ალერგიული რეაქციებიც გამოიწვიოს, რაც მაღალი სინჯის ოქროს შემთხვევაში გამორიცხულია. თუ ოქროს სამკაულს მუდმივად ატარებთ, დროთა განმავლობაში კანზე მუქი ფერის კვალის მიხედვით მიხვდებით, როგორი სინჯისაა ის. ასევე, ყველაზე ძვირფასი, ბაჯაღლო ოქრო ყველაზე მარტივად ამოსაცნობია.

“რაც უფრო ყვითელია და უფრო მძიმეა, ეს იმის ნიშანია, რომ მაღალი სინჯის ოქრო გვაქვს.” – აღნიშნავს ექსპერტი.

თუ დანამდვილებით გვინდა, ოქროს ხარისხი ვიცოდეთ, მის შესამოწმებლად სპეციალისტს უნდა მივაკითხოთ. ოქროს სინჯის დადგენა შესაბამისი დანადგარით ან კონკრეტული ხსნარებითაა შესაძლებელი.

სპეციალისტი კიდონტის ქვაზე ძალიან ფაქიზად ოქროს კვალს ტოვებს. მას შესაბამისი ხსნარი ეწვეთება. ხარისხიანი ოქროს შემთხვევაში, კვალი ხელსახოცით არ უნდა წაიშალოს.

ამავე სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ხალხური მეთოდები არაზუსტია.

იოდის, ძმრის ან მაგნიტის საშუალებით ოქროს სინჯის დადგენა შეუძლებელია და აღნიშნული მეთოდები, სინამდვილეში, არ ამართლებს. თუ მაგნიტი ნივთს იზიდავს, ეს 100%-ით ნიშნავს, რომ ოქრო არ არის. მაგრამ, თუ არ იზიდავს, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ნამდვილი ოქროა. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, გააკეთოთ, თქვენთვის სანდო ადამიანს შეამოწმებინოთ. რეალიზატორს შესაძლოა, იქვე ჰყავდეს შემმოწმებელი, რომელთანაც გარიგებულია. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ ოქროდ სხვა ნივთი მოგყიდეს, შეგიძლიათ, კონკურენციის სააგენტოს მიმართოთ და ისინი შეამოწმებენ. თუ აღმოჩნდა, რომ დარღვევით გაქვთ ნაყიდი, ისინი კანონით გათვალისწინებულ მოქმედებაზე გადავლენ.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

  რამდენ ლარად შეიძენთ ერთ აშშ დოლარს და ევროს 5 თებერვალს

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.