წარმოგიდგენთ ყველაზე ჭკვიანი ქალების საუკეთესო სამეულს, რომელთა შესახებაც ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ მათ “მამაკაცური აზროვნება” გააჩნიათ. შესაბამისად, ნებისმიერ ისეთ საქმეს ართმევენ თავს უპრობლემოდ, რომელიც ჭეშმარიტად მამაკაცურია.
თხის რქა – პატარა ასაკიდან გაწონასწორებული, არაბავშვურად მშვიდი და სერიოზულია. თუკი თავს ცელქობის უფლებას აძლევს კიდეც, მისი სამეგობრო წრე ყოველთვის ბიჭების საზოგადოებით შემოიფარგლება. ამ ქალს შესანიშნავად ეხერხება მამაკაცებთან მეგობრობა და კონკურენციასაც არანაკლები ოსტატობით უწევს მათ უკვე დიდ ასაკში, პროფესიული საქმიანობის კუთხით. იგი ყოველთვის შესანიშნავად აკონტროლებს ემოციებს და იშვიათადაა კონფლიქტის ინიციატორის როლში. თუმცა სიჯიუტე, რომლითაც იგი ბუნებამ დააჯილდოვა ნებისმიერ მამრს გამოიყვანს წყობიდან.
ვერძი – თანდაყოლილი გამჭრიახობით გამოირჩევა. პატარა ასაკშიც ახერხებს დაამარცხოს ეზოს “ყოჩები” და მონოპოლია აიღოს თანატოლებზე. ამ ქალს ეადვილება და მოსწონს ლიდერობა, რაც ნებისმიერ მამრს ულახავს თავმოყვარეობას. ქალი ვერძი საოცრად გამძლე, სიცოცხლისუნარიანი და გამჭრიახია. აქვს უნარი ალღო აუღოს ნებისმიერი სირთულის საქმეს თუნდაც ყველაზე “მამაკაცურს”. ერთადერთი ნაკლი მის ხასიათში არის ის, რომ იგი ზედმეტად გულუბრყვილო დამოკიდებულებით გამოირჩევა ადამიანების მიმართ, ამიტომ როცა უსამართლობას წააწყდება და ბრაზობს, მრისხანება წამის მეასედში უბინდავს გონებას. რის გამოც მისი, როგორც ჭკვიანი ქალის იმიჯი შესაძლოა თვალსა და ხელს შუა დაიმსხვრეს საზოგადოების თვალში… განაგრძეთ კითხვა