– შენი ცხოვრების რომელი მომენტი გინდა, რომ თავიდან განიცადო?
– ყველაზე ბედნიერი 2 წუთი იყო ჩემს ცხოვრებაში, მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე რობერტ დე ნირომ რომ ამირჩია ყველაზე ლამაზ ქალად, სცენაზე რომ მომიხმო და ქართველები ჩემს სახელს ყვიროდნენ.
მეორე შემთხვევა იყო, როცა თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე და თუმანიშვილმა ხუთიანი დამიწერა.
როცა ვნახე ჩემი სახელი და გვარი გამოკრული და სამსახიობო ოსტატობაში მეწერა ხუთიანი, ცაში ავიწიე. რომ გითხრა, ძალიან მხიარული ცხოვრება მქონდა-მეთქი, არა, თავს ვიმხიარულებ უბრალოდ, – თქვა ია ფარულავამ ვიკა ბუკიას გადაცემაში “ვიკასთან ფილტრის გარეშე”.