ყაბაყი, კიტრი, თუ ბადრიჯანი? – ინოვაციური ბოსტნეული, რომლის მწარმოებელმა ჯილდოც კი დაიმსახურა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ბერლინში, ხილისა და ბოსტნეულის მსოფლიოს უდიდეს გამოფენაზე – Fruit Logistica 2024, ესპანელმა ფერმერებმა ინოვაციური ბოსტნეული წარადგინეს. პროდუქტი სახელად Zucchiolo, რომელიც ერთი შეხედვით ყაბაყია, მაგრამ კიტრის შიგთავსი აქვს, კომპანია Unica Fresh-მა გამოიყვანა, ამისთვის კი შესაბამისი ჯილდოც მიიღო.

როგორც AgroTimes-ი გამოფენის ორგანიზატორების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, პროდუქტი არ არის ყაბაყის ახალი ჯიში, ეს არის ევროპულ ბაზარზე სრულიად ახალი კატეგორია.

როგორც ცნობილია, ეს პროდუქტი შეიძლება მიირთვათ უმად, როგორც კიტრი ან სალათაში, ასევე, მოხარშულ მდგომარეობაში, როგორც ყაბაყი ან ბადრიჯანი.

მწარმოებლების განმარტებით, პროდუქტი მდიდარია A და C ვიტამინებით, ასევე ანტიოქსიდანტებით.

- Advertisement -
Ad imageAd image

ამ ეტაპზე Zucchiolo 3 ფერში, წარმოდგენილი, რომელსაც სხვადასხვა არომატი და ტექსტურა აქვს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ყაბაყი, კიტრი, თუ ბადრიჯანი? – ინოვაციური ბოსტნეული, რომლის მწარმოებელმა ჯილდოც კი დაიმსახურა. 16 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ყაბაყი-კიტრი-თუ-ბადრიჯან/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi