სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ სახანძრო-საევაკუაციო სიმულაციური სწავლება ჩატარდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისში, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ „სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს“ ორგანიზებით, სახანძრო-საევაკუაციო სიმულაციური სწავლება გაიმართა.

სახანძრო-საევაკუაციო სიმულაციური სწავლება სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ დაკვეთით ჩატარდა და მასში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

სწავლების მიზანს სასტუმროს პერსონალისა და სტუმრებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს, ქცევის წესების გაცნობა და შესაბამისი უნარების გამყარება წარმოადგენდა, რომელიც მოიცავდა ხანძრის ლოკალიზებისა და ქრობის, ასევე, სასტუმროს პერსონალისა და დაშავებულთა ევაკუაციის სავარჯიშოებს.

სწავლების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველებმა სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით, ურბანულ პირობებში, ხანძარზე რეაგირების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოახდინეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით, დანერგილია სხვადასხვა სახის სერვისები, რომლითაც რიგი ორგანიზაციები სარგებლობენ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ სახანძრო-საევაკუაციო სიმულაციური სწავლება ჩატარდა. 26 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სასტუმრო-შერატონ-გრანდ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi