ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსღამით გადაადგილდებოდა, დილით მამაკაცი აკითხავდა და ამანათს უტოვებდა - ვინ არის წითელი...

ღამით გადაადგილდებოდა, დილით მამაკაცი აკითხავდა და ამანათს უტოვებდა – ვინ არის წითელი ცირკულარით ძებნილი ქალი, რომელიც ქავთარაძის ქუჩაზე დააკავეს

ტრანსნაციონალური თაღლითობისთვის “ინტერპოლის” მიერ ძებნილის მეზობლები ადასტურებენ, რომ 28 წლის ქალი ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ქირით ცხოვრობდა.

მან ბინა დაახლოებით ერთი წლის წინ იქირავა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი არავისთან კონტაქტობდა და, ძირითადად, ღამის საათებში გადაადგილდებოდა. მეზობლებმა ისიც თქვეს, რომ, ყოველ დილით, ქალს სახლთან უცნობი მამაკაცი აკითხავდა და ამანათს უტოვებდა.

“რუსთავი 2-მა” ექსკლუზიურად გაარკვია, რომ 42 მილიონი ევროს გამოძალვის ბრალდებით დაკავებული ალბანეთის მოქალაქე, ფიორი დალიპია.

ქალი ქართველმა სამართალდამცველებმა გერმანიის მოთხოვნით აიყვანეს. გაირკვა, რომ ის, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ტრანსნაციონალური თაღლითობის ბრალდებით, წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

საერთაშორისო გამოძიებით დადგინდა, რომ ფიორი დალიპი თაღლითურ სქემაში 50-ზე მეტი პირისგან შემდგარ ჯგუფს აკონტროლებდა. მას ევალებოდა სხვადასხვა ქვეყანაში ქოლ-ცენტრების გამართული მუშაობის კონტროლი და მოქალაქეებისთვის ყალბი საინვესტიციო შეთავაზებების მომზადება, რის შედეგად თაღლითური დაჯგუფების ანგარიშებზე ათობით მილიონი ევრო ხვდებოდა.

მსგავსი სქემით მხოლოდ გერმანიის 1000-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის პენსიონერებს, 42 მილიონ ევროზე მეტი გამოსძალეს.

28 წლის ალბანელი ქალი ახლა გერმანიაში ექსტრადირებას ელოდება. ბერლინიდან თბილისში უკვე გამოიგზავნა მრავალეპიზოდიანი საქმის მთავარი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ფიორი დალიპის სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

ქოლ-ცენტრების საქმეზე ალბანეთის კიდევ ერთი მოქალაქე, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, დუბაიში, რამდენიმე თვის წინ დააპატიმრეს. ამანთ ჯოსიფი მილტონ გრუპთან დაკავშირებული პირია. ამ ჯგუფს ევროპელი პენსიონერების ძარცვის ფართომასშტაბიანი სქემა უკავშირდება. “ბიბისის” საგამოძიებო ფილმში მილტონ გრუპის ჩრდილოვან მმართველად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია დასახელებული. მას რეპორტაჟში “მისტერ ოფშორის“ სახელით მოიხსენიებენ.

დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავია, დაახლოებით ერთი თვის წინ, ასევე გერმანიის მოთხოვნით სომხეთში დაკავებული მიხეილ ბინიამინი, იგივე – მიშა ბენიაშვილი. ის საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეა და, სხვებთან ერთად, ასევე ფიგურირებს “ბიბისის” საგამოძიებო ფილმში სახელწოდებით – მილიარდიანი თაღლითობა. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
  ცოლისა და ორი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი