ქურდიანის ქუჩაზე გვიან ღამით, მე-7 სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, გადმოაგდეს – ცნობილია, ვინ არის თბილისში მოკლული ახალგაზრდა კაცი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისში, სისხლიანი დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა.

ქურდიანის ქუჩაზე გვიან ღამით, მე-7 სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, გადმოაგდეს. იყო გასროლა. დაჭრილია ერთი პირი.

ადგილობრივების, თქმით, გუშინ საღამოს დაახლოებით 4 გასროლის ხმა გაიგეს. დაინახეს, როგორ გაჰყავდათ დაჭრილი კაცი მის მეგობრებს. რამდენიმე წუთში კი დაინახეს მეზობლის ცხედარი, რომელიც მიწაზე ეგდო.

გარდაცვლილია 35 წლის ნიკა ქარელაშვილი.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სამართალდამცველების მიერ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და იმყოფება პოლიციის განყოფილებაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ქურდიანის ქუჩაზე გვიან ღამით, მე-7 სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, გადმოაგდეს – ცნობილია, ვინ არის თბილისში მოკლული ახალგაზრდა კაცი. 15 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ქურდიანის-ქუჩაზე-გვიან-ღ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi