არასრულწლოვანის სექსუალური ექსპლუატაციით გამომუშავებულ თანხას ბრალდებული ისაკუთრებდა და საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავდა – 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
დაკავება

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის და პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით გადაიბირა და სამუშაოდ დაიქირავა წინასწარი შეცნობით 16 წლის არასრულწლოვანი. ბრალდებულის მითითებით, მისსავე მასაჟის სალონში, დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას უწევდა მსურველებს, ხოლო არასრულწლოვანის სექსუალური ექსპლუატაციით გამომუშავებულ თანხას ბრალდებული ისაკუთრებდა და საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს პროსტიტუციის შესანიღბად, 2022-2025 წლებში თბილისში გახსნილი ჰქონდა მასაჟის სალონები, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდა. ბრალდებულის მიერ გადაცემულ ოთახებში პროსტიტუციაში ჩაბმული პირები სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ კლიენტებს. თანხის დიდ ნაწილს კი ბრალდებული იღებდა, რაც ობიექტის მუშაობის მიზანს და შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით (არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგი) და 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). არასრულწლოვანის სექსუალური ექსპლუატაციით გამომუშავებულ თანხას ბრალდებული ისაკუთრებდა და საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავდა – 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა. 29 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/არასრულწლოვანის-სექსუალ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi