უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული – აღდგომა ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის აღინიშნება.
325 წელს, ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, დღესასწაულის თარიღის გამოთვლა გაზაფხულის ბუნიობის (დღისა და ღამის თანასწორობა) მიხედვით ხდება. ბუნიობის შემდეგ სავსე მთვარის მომდევნო კვირას მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ.
აღდგომას წინ ყველაზე დიდი და მძიმე, 40-დღიანი მარხვა უსწრებს. დღესასწაულის შესახვედრად განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო კვირას ენიჭება. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ბზობა – ანუ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შებრძანება იზეიმება. ორშაბათიდან კი ვნების კვირეული იღებს სათავეს.
ვნების კვირეულში თითოეული დღე გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია. განსაკუთრებით, გამოყოფენ ხუთშაბათს – საიდუმლო სერობის დღეს, როდესაც მაცხოვარი ზიარების საიდუმლოს აწესებს და წითელ პარასკევს – ქრისტეს ჯვარცმის დღეს. ეს ყველაზე მძიმე დღეა თითოეული ქრისტიანისათვის.
პარასკევობით წითლად ღებავენ კვერცხებს, რაც მაცხოვრის მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა. ვნების კვირეულის მძიმე დღეების დაგვირგვინებად კვირა – მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული იქცევა. დღე, რომელიც ნებისმიერი მორწმუნესათვის უდიდესი სიხარულის მომტანია.
აღდგომის დღესასწაულის ისტორია
დღესასწაული უკავშირდება იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას. აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ქრისტიანული გადმოცემების თანახმად, ჯვარცმის შემდეგ მაცხოვარი მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. აღდგომას წინ უძღვის ბზობის დღესასწაული და ლიტონიობა.
Ძველი ისტორიიდან
ვახუშტი ბატონიშვილის ისტორიული წყაროების თანახმად, საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, საქართველოს მეფე, თავადები და აზნაურები დღევანდელი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ისრით სროლაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. გამარჯვებულს აჯილდოებდნენ ოქროს ან ვერცხლის თასით. სწორედ აღნიშნული თასის ჩამოგდება გახლდათ შეჯიბრების შინაარსი და მისი მონაწილეების მიზანი.
გადმოცემის თანახმად, პასკის შემოსვლამდე საქართველოში აცხობდნენ ე.წ. სააღდგომო ქადებს. თანამედროვე აღდგომის განუყოფელ ნაწილად ქცეული პასკები კი ჩვენს ქვეყანაში მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში შემოვიდა
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ქრისტე აღსდგა! აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. 12 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ქრისტე-აღსდგა-აღდგომის-ბ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

