პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები"ქმარი რომ აღარ მყავდა, ხაშურში, ჩემი შავებში ჩაცმული მულის სახლთან შევიტყვე. ჩემი...

“ქმარი რომ აღარ მყავდა, ხაშურში, ჩემი შავებში ჩაცმული მულის სახლთან შევიტყვე. ჩემი ქმარი მეგობარს თავისი ხელით დაუმარხავს”

“დრო გადიოდა, ტკივილი კი არა და არ ნელდებოდა, განა შემეძლო იმის დავიწყება, როგორ მუხანათურად მომიკლეს ქმარი, მამა… ის ჯერ ტყვედ აიყვანეს და შემდეგ წამებით მოკლეს”

აფხაზეთის მზის ქვეშ, დიდ, ბედნიერ ოჯახში დაიბადა. ავბედითი 90-იანების დასაწყისში შეხვდა თავის მეორე ნახევარს, შემდეგში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ჯარისკაცს რომა გერლიანს. ახლა, 25 წლის შემდეგ, ის თავად არის ჯარისკაცი. ქალი, რომლის ბედიც თავიდან ბოლომდე ქართულ ჯართან არის დაკავშირებული, ჯართან, რომელმაც ჯერ ქვრივად აქცია, შემდეგ კი თავის რიგებში მიიღო და ამდენი წლის შემდეგ თამამად ათქმევინა: “დიახ, ბევრი გადავიტანე, მაგრამ მე, უფროსი სერჟანტი ინგა კვიციანი, ბედნიერი ქალი ვარ”.

ბავშვობა

– ჩემს მშობლებს უკვე ჰყავდათ ორი ქალიშვილი, იამზე და ირმა, როდესაც დავიბადე. როცა საქართველოში ხალხს საშუალება მიეცა კერძო ბიზნესისთვის მოეკიდა ხელი, მამამ სამსახური მიატოვა და სახლში რესტორანი გახსნა. აეროპორტთან ვცხოვრობდით და საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი აღმოჩნდა – მამა რესტორანში მოსულ სტუმრებს სიამოვნებით უთმობდა ჩვენი უზარმაზარი სახლის ცხრა საძინებლიდან ერთ-ერთს, ამაში კი ანაზღაურებას არ იღებდა… იმხანად უკვე გვყავდა ჩვენი ნანი-ნანატრი ძმა, ლონგინოზ კვიციანი.

რომეო

– ჩემი რომეო პირველად სკოლაში დავინახე. მე თხუთმეტის ვიყავი, ის – ჩვიდმეტის. დრანდაში, რუსულ სკოლაში დავდიოდი, ის ქართულ სკოლაში სწავლობდა. ჩვენი სკოლა გაცილებით კეთილმოწყობილი იყო და ამიტომ ქართული სკოლის ბიჭები ჩვენთან მოდიოდნენ კალათბურთისა და ფეხბურთის სათამაშოდ. კარგად მახსოვს, პირველად რომ დავინახე ძალიან მაღალი, თამამი ბიჭი. ზურგი რომ ვაქციე, მეგონა, დავივიწყე, მაგრამ შემოდგომაზე სწავლა განახლდა, გოგონებმა ფოტოატელიეში სურათის გადაღება გადავწყვიტეთ, იქ კი რომეო დაგვხვდა. იმ დღეს აღმოვაჩინე, რომ ბიჭი, რომელიც არ მომწონდა, ლამაზი, კეთილი, იუმორით სავსე ადამიანი იყო. დავმეგობრდით. სკოლასთან მხვდებოდა და ჩემს დაქალებთან – ქართველ, სომეხ, რუს, აფხაზ, ბერძენ გოგობთან ერთად სოხუმში მივდიოდით. ჩვენი გართობა ატრაქციონები, ნაყინი და სანაპიროზე ბოდიალი იყო. ერთ მშვენიერ დღეს მამაჩემს ჩემი ხელის მთხოვნელი, როგორც მაშინ ვიფიქრე, ბებერი კაცი მიადგა, არადა, ის ბიჭი მხოლოდ ოცდაოთხი წლის იყო. აღშფოთდა მამაჩემი, აღვშფოთდი მეც და ეს ამბავი სასწრაფოდ ვუამბე ჩემს მეგობარ რომეოს. კაცმა არ იცის, რა ცეცხლი დატრიალდა მაშინ მის გულში. ჰოდა, მალე დაქალებისაგან საიდუმლოდ შევიტყვე, რომ ჩემს მოტაცებას გეგმავდა!.. გავბრაზდი. ეს დიდი დარტყმა იყო ჩემთვის, 15 წლის გოგონასთვის, რომელიც გულწრფელად იყო დარწმუნებული ბიჭისა და გოგოს წმინდა მეგობრობაში. გადავწყვიტე არ გამეცა ხმა და ამით ცეცხლზე ნავთი დავასხი. რომამ ჩათვალა, რომ მკარგავდა და სასოწარკვეთილმა მართლა გადაწყვიტა ჩემი მოტაცება. ჩემს გატაცებაში მთელი ჩემი სადაქალო ჩაება, ეს დიდი სიყვარულის სახელით გააკეთეს. 1991 წლის 14 დეკემბერი იდგა. ცოტა დრო დამჭირდა იმ აზრთან შესაგუებლად, რომ გათხოვილი ქალი ვიყავი.

  "ძალიან ცნობილი ექიმის გამო დავკარგე შვილი... მე მას ამდენი წელია შევუნახე ნამუსი" - ნანიკო ხაზარაძე ცხოვრების მძიმე ეპიზოდს იხსენებს

ომი

 

რომა ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ოჩამჩირეში 24-ე ბრიგადის 243-ე ბატალიონს მოხალისედ შეუერთდა. ორი კვირა არაფერი ვიცოდით მის შესახებ. შემდეგ მოვიდა დაღლილი, ჭუჭყიანი. მამამაც ჩაიცვა ჯარისკაცის ფარაჯა და ჩვენ, ქალებს, მხოლოდ ისღა დაგვრჩენოდა, რომ ჩვენი კაცების მოლოდინში გაგველია დღეები.

მამამ გადაწყვიტა შვილები საშიშროებისთვის გაერიდებინა და ჩემი და-ძმა თბილისში გაგზავნა ნათესავებთან. მე მშობლებთან დავრჩი. რომა მოვარდებოდა, დაგვხედავდა, ჩამიხუტებდა და უკან გარბოდა. ვემუდარებოდი, დარჩი, მოისვენე, ერთი დღე რას გიწყვეტს-მეთქი, მაგრამ ერთსა და იმავეს მპასუხობდა, ბიჭები მელოდებიან, მე აქ როგორ დავრჩე და დავისვენოო. როცა გაიგო, რომ მამა გახდებოდა, ხელში ამიტაცა, დამატრიალა და ატირდა. არ ვიცი, როგორ მოვახერხე მისი დარწმუნება და მასთან ერთად წავედი ბრძოლის ველზე. ორი კვირა გავატარე ყაზარმაში ფეხმძიმემ, კიდევ უფრო სტრესულ გარემოში, ოღონდ მის გვერდით. ახლა, წლების შემდეგ, ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი, რადგან ჩემი თვალით ვნახე, ჩვენი ქვეყნის დამცველი, ფაქტობრივად, თვითნასწავლი მეომრები. ვნახე, როგორ თავდადებას იჩენდნენ, როგორ უანგაროდ სწირავდნენ სიცოცხლეს მამულს. აღარ მეგონა, თუ მეტად შეყვარება შეიძლებოდა, მაგრამ მე კიდევ უფრო შემიყვარდა ჩემი ქმარი, 18 წლის ბიჭი, რომელმაც მოკლე დროში ბეტეერის მართვაც ისწავლა და მიზანში სროლაც, ბიჭი, რომელმაც იმ ცამეტ თვეში მეტი გააკეთა, ვიდრე ადამიანები აკეთებენ გრძელი ცხოვრების განმავლობაში… წაიკითხეთ ვრცლად

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი