14 წლის წინ ამ დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქორწილი შედგა: VOGUE პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ფოტოებს აქვეყნებს
ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი თოთხმეტი წლის წინ, ვესტმინსტერის სააბატოში დაქორწინდნენ, მთელი მსოფლიო მათ ადევნებდა თვალყურს. იმ დროს ეს ზღაპრის ფანტასტიკურ მომენტს ჰგავდა: ალექსანდრე მაკქუინის კაბა, გოტიკური ეკლესია, ეტლები, კოცნა ბუკინგემის სასახლის აივანზე.
ყველაფერი 2001 წელს, სენტ ჯეიმსის უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც ქეითი და უილიამი ერთად სწავლობდნენ. შეყვარებულები ცდილობდნენ ზედმეტად არ გაეხმაურებინათ თავიანთი რომანი. 2003 წელს, პაპარაცებმა ისინი ალპებში, სათხილამურო შვებულების დროს გადაიღეს და ფოტო მედიაში გავრცელდა.
2010 წლის შემოდგომაზე, კენიაში მოგზაურობისას უილიამმა ქეითს ცოლობა სთხოვა და დედის, პრინცესა დიანას ბეჭედი აჩუქა. ხოლო, 16 ნოემბერს, ბუკინგემის სასახლემ ნიშნობა ოფიციალურად გამოაცხადა.
უილიამსა და კეთრინს სამი შვილი ჰყავთ: პრინცი ჯორჯ, პრინცესა შარლოტი და პრინცი ლუი.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi