სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized„ქაშვეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის“ - საპატრიარქო

„ქაშვეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის“ – საპატრიარქო

„სოციალურ ქსელში ვრცელდება მორიგი დეზინფორმაცია, რომელსაც ამჯერად გვერდი „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ უზიარებს საზოგადოებას. მათი თქმით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს დავალებით, „ქაშვეთის ტაძრის მღვდელს ეკლესიის გაღების გამო შენიშვნა მისცეს“, ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე“ – ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ორად გახლეჩას, შუღლის გაღვივებას და ეკლესიის დისკრედიტაციას.

საპატრიარქოს განმარტებით, ქაშვეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის, სადაც იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს ნებისმიერ დროს დაეხმარებიან.

„სოციალურ ქსელში ვრცელდება მორიგი დეზინფორმაცია, რომელსაც ამჯერად გვერდი „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ უზიარებს საზოგადოებას. მათი თქმით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს დავალებით, „ქაშვეთის ტაძრის მღვდელს ეკლესიის გაღების გამო შენიშვნა მისცეს“. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და ქვეყნისთვის ესოდენ დაძაბულ ვითარებაში ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ორად გახლეჩას, შუღლის გაღვივებას და ეკლესიის დისკრედიტაციას.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. გვერდი „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ წარსულშიც მრავალგზის უზიარებდა საზოგადოებას მსგავს ცრუ ინფორმაციას, ამ გვერდის მესვეურნი განსაკუთრებით გაწაფულნი არიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების, მათ შორის, მიტროპოლიტ შიოს შესახებ ცილისწამების გავრცელებაში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამჟამად ქაშვეთის ტაძარი, ისევე როგორც 29 და 30 ნოემბერს, ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს.

მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ მსგავს პროვოკაციებს, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და კეთილგონიერება. უფალმა დაიფაროს მშვიდობით ჩვენი ქვეყანა!“,-აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
  მეცნიერები მუშაობენ აბზე, რომელსაც ვარჯიშის ეფექტი ექნება
მსგავსი პოსტები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

მარტი 31, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი