ქართველი ძიუდოისტები პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ძიუდოისტები საქართველოში დბრუნდნენ

ქართველი ძიუდოისტები პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდნენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ ასობით გულშემატკივარი დახვდათ.

„მიყვარხართ ყველა და ამ ყველაფრისთვის მადლობა. თქვენთვის ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ. მიყვარხართ გულში”, – განაცხადა ლაშა ბექაურმა.

პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს. კერძოდ, ინდივიდუალურ ასპარეზობაში ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ (100 კგ) – ვერცხლის მედლები, ლაშა ბექაურმა (90 კგ) კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის დასაკუთრება.

- Advertisement -
Ad imageAd image

ამასთანავე, ლაშა ბექაური გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ქართველი ძიუდოისტები პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. 5 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ქართველი-ძიუდოისტები-პარ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi