პუტინისტმა ბიზნესმენმა და რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარემ, მიხეილ ხუბუტიამ მოსკოვში ყოფილი მეგობარი ქალი, იულია ვანი დაჭრა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, იულია ვანი მრავლობითი მოტეხილობით და უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხუბუტიამ თავდასხმის დროს, სავარაუდოდ, ნაჯახი ან ჩაქუჩი გამოიყენა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია სისხლის კვალიც. პუტინისტი ბიზნესმენი პოლიციის მისვლამდე, დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხუბუტია მოსკოვის ოლქში მდებარე სოფელ ტრიოხგორკაში ჩავიდა, იულია ვანის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და მას თავს დაესხა, როდესაც მათ მცირეწლოვან შვილს ამავე სახლის ერთ-ერთ ოთახში ეძინა.
როგორც ტელეგრამ არხი Mash-ი წერს, ხუბუტიას და ვანს შვილი გასული წლის დეკემბერში შეეძინათ, მოგვიანებით კი ქალი ბიზნესმენს დაშორდა, რის შემდეგაც ხუბუტიამ მის მიმართ მუქარა დაიწყო.
ამავდროულად, იულია ვანი ვიდეოს ავრცელებს და თავდასხმის შესახებ წერს. მისი თქმით, ხუბუტიას მას თვეების განმავლობაში ემუქრებოდა.
“გუშინ ღამით ჩემი მკვლელობა სცადეს. დაახლოებით 23:00 საათზე, მიხეილ ხუბუტია ჩემს სახლში ნაჯახით შემოიჭრა, კიდურებში დამჭრა და თავში დამარტყა. იმ დროს, როდესაც ჩვენ ქალიშვილსა და მის ძიძას მეზობელ ოთახში ეძინათ.
2018 წლიდან ურთიერთობაში ვიყავით, გვყავს საერთო ქალიშვილი, 2024 წლის დეკემბერში დავშორდით, რის შემდეგაც ის განუწყვეტლივ მემუქრებოდა, რომ ბავშვს წამართმევდა, ყველა სახის ქონებას ჩამომართმევდა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამომკეტავდა. არაერთხელ გაიმეორა, რომ ბავშვი არ სჭირდებოდა და ამტვრევდა ჩემს პირად ნივთებს.
ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვარ, ხელებსა და ფეხებზე ღრმა ჭრილობებზე ნაკერი დამადეს.
გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელეთ ეს ამბავი. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი, რომ ის დაუსჯელი არ დარჩეს”. – წერს იულია ვანი.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). “ქალს ორივე ფეხი მოტეხილი აქვს, უგონო მდგომარეობაში იპოვეს” – მედიის ცნობით, მიხეილ ხუბუტია მოსკოვში ყოფილ მეგობარ ქალს სასტიკად გაუსწორდა. 25 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ქალს-ორივე-ფეხი-მოტეხილი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

