პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოქალის სახლში მისი შეყვარებულის დანაწევრებული სხეული იპოვეს - ავსტრალიური რეალითი შოუს ვარსკვლავი...

ქალის სახლში მისი შეყვარებულის დანაწევრებული სხეული იპოვეს – ავსტრალიური რეალითი შოუს ვარსკვლავი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

ავ­სტრა­ლი­ა­ში და­ა­კა­ვეს რე­ა­ლი­თი შოუს ვარ­სკვლა­ვი, რო­მელ­საც მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად.

სამ­ხრეთ ავ­სტრა­ლი­ის პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, “Beauty and the Geek Australia“-ს ყო­ფი­ლი წევ­რი, 34 წლის ტა­მი­კა ჩე­სე­რი მას შემ­დეგ და­ა­პა­ტიმ­რეს, რაც მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში 39 წლის ჯუ­ლი­ან სთო­რის და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი ცხე­და­რი იპო­ვეს. პო­ლი­ცია მა­მა­კა­ცის თავს ამ დრომ­დე ეძებს.

პო­ლი­ცია ვა­რა­უ­დობს, რომ სთო­რი სამ­შა­ბათს, 17 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით შუ­ა­ღა­მი­სას მოკ­ლეს. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლის ნეშ­ტი დამ­წვა­რი და და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლია. ამ ეტაპ­ზე, მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი უც­ნო­ბია.

ABC-ის ცნო­ბით, ჩე­სე­რი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე 27 ივ­ნისს, ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან ვი­დე­ო­ჩარ­თვით წარ­სდგა. მისი შემ­დე­გი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა დე­კემ­ბერ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

  ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანმა გვაცნობა, რომ ისრაელზე თავდასხმას აპირებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი