პარასკევი, აპრილი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესი„ქალაქურის“ პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე, სავარაუდოდ, ზაფხულიდან გაიყიდება

„ქალაქურის“ პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე, სავარაუდოდ, ზაფხულიდან გაიყიდება

“ქალაქურის” პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე, სავარაუდოდ, ზაფხულიდან გაიყიდება. მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა და შესაძლოა, პირველი პარტია 1 თვეში გავგზავნოთ, – ამის შესახებ თხილეულის და “სნექების” მწარმოებელმა კომპანია “ქალაქურის” დამფუძნებელმა მურად ღოღაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე თქმით, “ქალაქურის” პროდუქცია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, კანადასა და აშშ-ში იყიდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, ამ ეტაპზე ექსპორტზე წარმოების 10%-მდე იყიდება.

მურად ღოღაძის განცხადებით, კომპანიის გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება და სააღდგომო პერიოდში დაახლოებით, 25%-მდე ზრდას ელოდებიან.

ადგილობრივი ბაზრის, დაახლოებით, 70% ათვისებული გვაქვს და ახლა უფრო მეტად საექსპორტო მიმართულებებზე ვართ ორიენტირებულები. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩვენი პროდუქციის გაყიდვების მაჩვენებელი, დაახლოებით, 5%-ით არის გაზრდილი. ვმუშაობთ ახალი პროდუქტების დამატებაზე. კერძოდ, დაგეგმილი გვაქვს თხილის კარაქის და ხილის ჯემების გამოშვება. უკვე დამონტაჟებულია დანადგარები და აღნიშნული პროდუქცია ბაზარზე რამდენიმე თვეში გამოჩნდება”, – აცხადებს მურად ღოღაძე.

რაც შეეხება  წეროვანში, არსებული საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ქარხნის გახსნას, როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, საწარმოს გახსნა იანვარში იყო დაგეგმილი, თუმცა მისი გახსნა გადაიდო.

აღნიშნულ პროექტში დაახლოებით, 3 მლნ. ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია ახალ ქარხანაში მუშაობის დაწყების შემდეგ წარმადობის გაზრდას კერძოდ, ჩირეულის 500 ტონამდე, ხოლო თხილეულის 300-დან 500-ტონამდე გეგმავს.

ცნობისთვის, “ქალაქური” სამომხმარებლო ბაზარზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს და სადისტრიბუციო  ქსელის  საშუალებით  ადგილობრივ და იმპორტით შემოტანილ ნატურალურ  პროდუქციას აწარმოებს/ყიდის. მათ შორისაა: ქართული თხილი (უნიკალური ჯიში „თითა”), ნუში, ფისტაშკა,  მიწის თხილი, გოგრის გული,  სხვადასხვა სახეობის ჩირები, როგორც ადგილობრივი, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილი, თხილისა და ჩირების ასორტი, თხილი ქიშმიშით, თხილი ჩირებით, მიწის თხილი სეზამით,  თაფლით და მარილით, და ასევე, პატარებისთვის – ბურბუშელა სიურპრიზით და განახლებული პოპკორნი, რომელიც მრავალფეროვანი შეფუთვებით იქცევს ყურადღებას.

ყველა პროდუქცია მომხმარებელს მიეწოდება როგორც წონით, ასევე  დაფასოებული –  200, 100, 140, 80 და 50 გრ-იან პაკეტებში.

  კანადა, ქვეყანაში გადასვლის მსურველებს $14 000 დოლარად სწავლას დაუფინანსებს - დეტალები

წყარო

#drpkhakadze

author avatar
Lizi Grigolava
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი