“ქალაქურის” პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე, სავარაუდოდ, ზაფხულიდან გაიყიდება. მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა და შესაძლოა, პირველი პარტია 1 თვეში გავგზავნოთ, – ამის შესახებ თხილეულის და “სნექების” მწარმოებელმა კომპანია “ქალაქურის” დამფუძნებელმა მურად ღოღაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე თქმით, “ქალაქურის” პროდუქცია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, კანადასა და აშშ-ში იყიდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, ამ ეტაპზე ექსპორტზე წარმოების 10%-მდე იყიდება.
მურად ღოღაძის განცხადებით, კომპანიის გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება და სააღდგომო პერიოდში დაახლოებით, 25%-მდე ზრდას ელოდებიან.
“ადგილობრივი ბაზრის, დაახლოებით, 70% ათვისებული გვაქვს და ახლა უფრო მეტად საექსპორტო მიმართულებებზე ვართ ორიენტირებულები. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩვენი პროდუქციის გაყიდვების მაჩვენებელი, დაახლოებით, 5%-ით არის გაზრდილი. ვმუშაობთ ახალი პროდუქტების დამატებაზე. კერძოდ, დაგეგმილი გვაქვს თხილის კარაქის და ხილის ჯემების გამოშვება. უკვე დამონტაჟებულია დანადგარები და აღნიშნული პროდუქცია ბაზარზე რამდენიმე თვეში გამოჩნდება”, – აცხადებს მურად ღოღაძე.
რაც შეეხება წეროვანში, არსებული საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ქარხნის გახსნას, როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, საწარმოს გახსნა იანვარში იყო დაგეგმილი, თუმცა მისი გახსნა გადაიდო.
აღნიშნულ პროექტში დაახლოებით, 3 მლნ. ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია ახალ ქარხანაში მუშაობის დაწყების შემდეგ წარმადობის გაზრდას კერძოდ, ჩირეულის 500 ტონამდე, ხოლო თხილეულის 300-დან 500-ტონამდე გეგმავს.
ცნობისთვის, “ქალაქური” სამომხმარებლო ბაზარზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს და სადისტრიბუციო ქსელის საშუალებით ადგილობრივ და იმპორტით შემოტანილ ნატურალურ პროდუქციას აწარმოებს/ყიდის. მათ შორისაა: ქართული თხილი (უნიკალური ჯიში „თითა”), ნუში, ფისტაშკა, მიწის თხილი, გოგრის გული, სხვადასხვა სახეობის ჩირები, როგორც ადგილობრივი, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილი, თხილისა და ჩირების ასორტი, თხილი ქიშმიშით, თხილი ჩირებით, მიწის თხილი სეზამით, თაფლით და მარილით, და ასევე, პატარებისთვის – ბურბუშელა სიურპრიზით და განახლებული პოპკორნი, რომელიც მრავალფეროვანი შეფუთვებით იქცევს ყურადღებას.
ყველა პროდუქცია მომხმარებელს მიეწოდება როგორც წონით, ასევე დაფასოებული – 200, 100, 140, 80 და 50 გრ-იან პაკეტებში.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). „ქალაქურის“ პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე, სავარაუდოდ, ზაფხულიდან გაიყიდება. 9 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ქალაქურის-პროდუქცია-ჩი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T19:02:05+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

