ფუტკრის დაკბენის შედეგად კაცი გარდაიცვალა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ფუტკარი

არიზონაში, გოლფის მოედნის თანამშრომელი ფუტკრების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. 57 წლის რიკ მესინას ფუტკრები თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის გოლფის მოედანზე ბალახს თიბავდა.

მოედნისა და კომპანიის მეპატრონემ განაცხადა, რომ მესინას სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო.

გოლფ-კლუბის ხელმძღვანელობამ, დღის მეორე ნახევარში, მეფუტკრეები გამოიძახა, რათა ტერიტორია დაეთვალიერებინათ, თუმცა ექსპერტებმა ფუტკრების რაიმე კვალი ვერ იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ფუტკართა ოჯახი, რომელიც მამაკაცს თავს დაესხა, მოგზაური იყო.

57 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარებამ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის, ფუტკრების ნაკბენების გართულების შედეგად, კლინიკაში მიყვანიდან სამ დღეში გარდაიცვალა.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო: CBS News

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ფუტკრის დაკბენის შედეგად კაცი გარდაიცვალა. 12 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ფუტკრის-დაკბენის-შედეგად/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi