ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოფუტკრის დაკბენის შედეგად კაცი გარდაიცვალა

ფუტკრის დაკბენის შედეგად კაცი გარდაიცვალა

არიზონაში, გოლფის მოედნის თანამშრომელი ფუტკრების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. 57 წლის რიკ მესინას ფუტკრები თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის გოლფის მოედანზე ბალახს თიბავდა.

მოედნისა და კომპანიის მეპატრონემ განაცხადა, რომ მესინას სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო.

გოლფ-კლუბის ხელმძღვანელობამ, დღის მეორე ნახევარში, მეფუტკრეები გამოიძახა, რათა ტერიტორია დაეთვალიერებინათ, თუმცა ექსპერტებმა ფუტკრების რაიმე კვალი ვერ იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ფუტკართა ოჯახი, რომელიც მამაკაცს თავს დაესხა, მოგზაური იყო.

57 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარებამ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის, ფუტკრების ნაკბენების გართულების შედეგად, კლინიკაში მიყვანიდან სამ დღეში გარდაიცვალა.

წყარო: CBS News

  "ქალს ორივე ფეხი მოტეხილი აქვს, უგონო მდგომარეობაში იპოვეს" - მედიის ცნობით, მიხეილ ხუბუტია მოსკოვში ყოფილ მეგობარ ქალს სასტიკად გაუსწორდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი