პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაფრიდრიხ მერცი ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება და მხარეებს შეთანხმების...

ფრიდრიხ მერცი ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება და მხარეებს შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მიესალმება ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას და ორივე მხარეს მოუწოდებს, დაიცვან შეთანხმება.

მერცის თქმით, ისრაელსა და ირანს შორის თუ ნამდვილად მიიღწევა ცეცხლის შეწყვეტა, ეს ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის.

„ეს ცეცხლის შეწყვეტა თუ წარმატებული იქნება აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე გადამწყვეტი სამხედრო დარტყმების შემდეგ, ეს იქნება ძალიან პოზიტიური განვითარება. ეს ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მერცმა მოუწოდა როგორც ირანს, ასევე ისრაელს დაიცვან შეთანხმება.

„დღეს ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ, როგორ შეიძლება შემდგომში სიტუაციის სტაბილიზაცია“, – განაცხადა მერცმა.

  "ტყუილისია და აბსურდის სამარცხვინო ტირაჟირება" - გიორგი ფხაკაძე პარიზის ოლიმპიადას ეხმაურება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი