პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოფრედი მერკურის სახლი 35 მილიონ ევროდ იყიდება

ფრედი მერკურის სახლი 35 მილიონ ევროდ იყიდება

ლონდონში ფრედი მერკურის სახლი, რომელშიც Queen-ის სოლისტმა თავისი ცხოვრების უკანასკნელი ათწლეული გაატარა, თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, 35 მილიონ ევროდ იყიდება.

კენსინგტონის არისტოკრატულ უბანში, აგურით ნაშენები ვილა ნაით ფრანკის მიერ იყიდება, მისი ღირებულება €35 მილიონს აჭარბებს და სახლი საჯაროდ დალისტული არ არის. მერკურიმ სახლი 1980 წელს შეიძინა.

“მერკური: ფრედი მერკურის ბიოგრაფიაში” ნათქვამია, რომ უძრავი ქონებისთვის როკჯგუფის სოლისტმა €585 ათასი ნაღდი ფულით გადაიხადა.

მერკურიმ რვა საძინებლიანი ვილა მერი ოსტინს, თავის ახლო მეგობარსა და პარტნიორს დაუტოვა, რომელმაც გასული წლების განმავლობაში ფრედი მერკურის სასცენო კოსტიუმების, ხელნაწერი ტექსტების თუ სხვა ნივთების გაყიდვით მილიონობით ფუნტი გამოიმუშავა.

  ჩინეთში ქალმა ორი საშვილოსნოთი ტყუპი გააჩინა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი