პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიამინდი„ფიქსირდება ტროპიკული ღამეები“ - მეტეოროლოგი მიმართვას ავრცელებს

„ფიქსირდება ტროპიკული ღამეები“ – მეტეოროლოგი მიმართვას ავრცელებს

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში საქართველოში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში „ტროპიკული ღამეები“ ფიქსირდება. მეტეოროლოგი ტერმინის მნიშვნელობას განმარტავს:

„ბოლო დღეებია მთელს ქვეყანაში ძალიან ცხელა, რაც იყო მოსალოდნელი და გამოწვეულია სიცხის ტალღების ინტენსიური გადმონაცვლებით.

გთავაზობთ საქართველოში დაფიქსირებული მაქსიმალური ტემპერატურის მნიშვნელობებს,

ბათუმი (საზღვაო) +36
ქობულეთი +34
ხულო +31
შუახევი +39
ძენწმანი(ქედის მუნიც) +41
ხონი+40
ზუგდიდი +37
ფოთი +37
ქუთაისი +40
ლანჩხუთი(ავტ.) +39
საჩხერე +38
ზესტაფონი +40
მთა-საბუეთი 26 18
ვანი +40
ამბროლაური(ავტ)+40
შოვი +36
მესტია(ავტ.) +34
თბილისი +36.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ფიქსირდება ტროპიკული ღამეები. ტერმინი „ტროპიკული ღამეები“ ნიშნავს – როდესაც მინიმუმ სამი ღამის განმავლობაში, მინიმალური ტემპერატურა 23°C-ზე დაბლა არ ეცემა. ეს არის ფენომენი, რომელიც დაკავშირებულია: დღის მაღალ ტემპერატურასთან, რომელსაც ღამით გაგრილების დრო არ აქვს, მაღალ ტენიანობასთან და ქარის არარსებობასთან, რაც ზღუდავს ღამის გაგრილებას.

გისურვებთ ამ ცხელი დღეების გრილად გადატანას და აქვე გეტყვით, რომ ტემპერატურა ზაფხულის შუა პერიოდში +41 გრადუსამდე არის ნორმა, არანორმალურია მხოლოდ ის, რომ ეს ყველაფერი გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში, აგრილების გარეშე“, – წერს მეტეოროლოგი.

დაგაინტერესებთ: “მთლიანი თანხა აიღო და კაზინოში გადარიცხა… თამაშობდა. ალბათ, წააგო” – მარიამ ტატანაშვილი ამბობს, რომ მკურნალობისთვის შეგროვებული თანხა უახლოესმა ადამიანმა მოჰპარა

წაიკითხეთ: „სახლი არ მქონდა – ბედნიერი ვიყავი, ქირით ვცხოვრობდი – ბედნიერი ვიყავი, სულ ბედნიერი ვარ” – გია ჯაჯანიძე

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

  ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის საბაგირო გზა დროებით შეაჩერებს მუშაობას – რა უნდა იცოდეთ

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი