ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიფეხით სიარული ალცჰაიმერის განვითარების ტემპს ამცირებს - რას ამბობენ მეცნიერები

ფეხით სიარული ალცჰაიმერის განვითარების ტემპს ამცირებს – რას ამბობენ მეცნიერები

მკვლევ­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ყო­ველ­დღი­უ­რი სე­ირ­ნო­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე წუ­თიც კი გაგ­რძელ­დეს, ალ­ცჰა­ი­მე­რის გან­ვი­თა­რე­ბას ამ­ცი­რებს.

რო­გორც theguardian-ი წერს, მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ დღე­ში 3 000 ან მეტი ნა­ბი­ჯის გავ­ლა ანე­ლებს კოგ­ნი­ტი­ურ დაქ­ვე­ი­თე­ბას ტვინ­ში, რაც ალ­ცჰა­ი­მე­რის პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

კვლე­ვა 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რო­გორც გა­მო­იკ­ვე­თა, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც დღე­ში 3000-დან 5000 ნა­ბი­ჯამ­დე და­დი­ოდ­ნენ, კოგ­ნი­ტი­უ­რი დაქ­ვე­ი­თე­ბის სა­შუ­ა­ლოდ სამი წლით შე­ფერ­ხე­ბა, ხოლო მათ, ვინც დღე­ში 5000-დან 7000 ნა­ბი­ჯამ­დე და­დი­ო­და, 7 წლით შე­ფერ­ხე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ.

“ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბის რის­კის ქვეშ მყოფ ხან­დაზ­მუ­ლებს, გა­ზარ­დონ ყო­ველ­დღი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბა,“ – გა­ნა­ცხა­და კვლე­ვის ავ­ტორ­მა, დოქ­ტორ­მა ვაი-ინგ იაუმ.

და­ა­ვა­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 50 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს აწუ­ხებს. და­ა­ვა­დე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ტვინ­ში ცი­ლე­ბის ორი ტოქ­სი­კუ­რი ფორ­მის: ბეტა-ამი­ლო­ი­დუ­რი და ტაუ-ცი­ლის დაგ­რო­ვე­ბას­თან.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ექიმი განმარტავს ხველის კვირების განმავლობაში გაგრძელების მიზეზებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი