ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებირჩევები რეცხვისას ტანსაცმელმა ფერი რომ არ დაკარგოს

რჩევები რეცხვისას ტანსაცმელმა ფერი რომ არ დაკარგოს

ხშირი რეცხვისას ტანსაცმელმა ფერი რომ არ დაკარგოს- მიიღეთ რჩევები

ფერი რომ არ დაკარგოს ტანისამოსმა ხშირი რეცხვისას უნდა გაითვალისწინოთ-

აუცილებლად ამოატრიალეთ სამოსი უკუღმა. შეკარით ღილები და ელვა. ასე დაიცავთ სხვა სამოსს დაზიანებისგან და დაიცავთ კონკრეტულს ფერის ცვლილებისგან.

ლაქების მოსაშორებლად, თუ მასზე ცხიმი, ჩაი ან ყავაა, გარეცხვამდე დაადეთ კონრკეტულ ადგილს ჭურჭლის სარეცხი საშუალება და დატოვეთ 5 წთ, მხოლოდ ამის შემდეგ მოათავსეთ ის სარეცხი მანქანაში.

სარეცხი

ჩაი, ყავა და მოუქნელობა ნათელი სამოსის მტერია, მაგრამ, მუქი სამოსის გასარეცხად 1 ჭიქა მაგარი ყავა ან შავი ჩაი გამოგადგებათ კიდეც. ჩაასხით ის ბარაბანში. დიახ, პირდაპირ ნივთებზე. ასე ფერი უფრო დიდხანს შენარჩუნდება და მანქანაში მუქი ტანსაცმლის გარეცხვა გაცილებით იაფი დაგიჯდებათ.

ფერი
sheniambebi sarecxi

შეცდომები

გათეთრებისთვისაც არსებობს არასტანდარტული საშუალება. გაყვითლებული ან განაცრისფერებული სამოსი შეგიძლიათ ასპირინით გაათეთროთ. დაჭყლიტეთ 5 აბი ასპირინი ფხვნილად და დაუმატეთ სარეცხ ფხვნილს, შედეგი გაგახარებთ. თუ ტანსაცმელზე ჩამჯდარი ლაქებია, გახსენით აბები წყალში და სამოსი ამ წყალში მთელი ღამით ჩაალბეთ (1 აბი ასპირინი 1 ლ წყალზე). შემდეგ ჩვეულებრივად გარეცხეთ მანქანაში.

კეტების მოთავსებამდე, ის წინასწარ უნდა გარეცხოთ. თუ ფეხსაცმლის სარეცხი ფხვნილი არ გაქვთ, შეუკარით თასმები და მათი ბოლოები კარზე მოაბით.

თეთრი ნივთების გარეცხვა. გამოიყენეთ ლიმონი და სოდა. ლიმნის წვენი აურიეთ სოდასთან მიმართებაში 1:1, დაადეთ ლაქას და დატოვეთ 15 წთ. შემდეგ გარეცხეთ მანქანაში.

სარეცხი

იმ ადგილას, სადაც გარეცხვის პირობები არ გაქვთ, ელვიანი პაკეტი გამოგადგებათ. მოათავსეთ მათში სამოსი და დაასხით წყალი, დაუმატეთ სარეცხი ფხვნილი. შეკრულ პაკეტში 15 წთ დატოვეთ, შემდეგ ჰაერი შეუშვით და ცოტახანში წყალი გაავლეთ.

ფერადი ნივთები რომ ნათელი ელფერის დარჩეს, მარილი მოაყარეთ. ის მათ ტონალობას შეუნარჩუნებს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

author avatar
Tamar Pitskhelauri
  ენერგეტიკული სასმელების ალკოჰოლთან შერევამ შეიძლება თავის ტვინის ფუნქცია დაარღვიოს - ახალი კვლევა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი