ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიფენოვანი ტკბილი ნამცხვარი ყველასთვის საყვარელ ” ნაპოლეონს “ გემოთი დაჩრდილავს!

ფენოვანი ტკბილი ნამცხვარი ყველასთვის საყვარელ ” ნაპოლეონს “ გემოთი დაჩრდილავს!

ფენოვანი ტკბილი ნამცხვარი ყველასთვის საყვარელ „ნაპოლეონს“ გემოთი დაჩრდილავს! მისი მომზადება სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან ფენოვანი ცომისგან განსხვავებით, კეფირზე მომზადებული ცომი მაცივარში დიდხანს გაჩერებას არ მოითხოვს.

როგორ მოვამზადოთ ფენოვანი ნამცხვარი

ინგრედიენტები ცომისთვის:

240 გრ ფქვილი

125 გრ კარაქი

125 გრ კეფირი

5 გრ გამაფხვიერებელი

ნაფხვენის ინგრედიენტები

80 გრ ფქვილი

100 გრ შაქარი

70 გრ კარაქი

მომზადება:

პირველ რიგში ცომი მოამზადეთ. ღრმა თასში ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ, შემდეგ ყველაფერი საცერში გაცერით.

ცივი კარაქი მსხვილ სახეხზე გახეხეთ და ასვრიმეთ ფქვილში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მიღებულ მასას კეფირი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

მზა ცომი გაახვიეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში ერთი საათის განმავლობაში.

ტკბილი ფხვნილის მომზადების დრო დადგა. ღრმა თასში ფქვილი და შაქარი ერთმანეთს აურიეთ.

დაამატეთ გახეხილი კარაქი და სწრაფად ასრისეთ ყველაფერი. დააფარეთ კონტეინერს და შედგით მაცივარში.

ერთი საათის შემდეგ, გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გაყავით იგი იმ რაოდენობის ნაწილებად, რამდენ ფენიანიც იქნება ნამცხვარი. ასევე უნდა გაიყოს ნაფხვენი იმავე რაოდენობის ნაწილებად, თითოეულ ფირფიტას უნდა მოაყაროთ.

ცომის ერთი ნაწილი გააბრტყელეთ და ზემოდან ფხვნილის ერთი ნაწილი მოაყარეთ. შემდეგ მეორე ფენა დააფინეთ.

ამ პრინციპით ყველა ფენა დააფარეთ და შემდეგ თანაბრად დაჭერით.

ნაჭრები საცხობ ფორმაზე დაფარებულ პერგამენტის ქაღალდზე დაალაგეთ და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით შედგით.

სანამ მიირთმევთ, მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით! ნუ დაგავიწყდებათ, რომ გაუზიაროთ ეს მარტივი დესერტის რეცეპტი თქვენს მეგობრებს.

კითხვის გაგრძელება 👉 #shenisupra

  არ გამოტოვოთ მარწყვის შარლოტის მომზადების შანსი, რადგან ამ კენკრის სეზონი ძალიან სწრაფად გადის.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი