როგორ გავალღოთ გაყინული ხორცი- რა უნდა ვიცოდეთ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თუ სადილის სასწრაფოდ მომზადება გჭირდებათ, ხორცი კი გაყინული გაქვთ, არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს და პრაქტიკულად არ იმოქმედებს მზა კერძის ხარისხზე.

გაითვალისწინეთ:

კატეგორიულად აკრძალულია ხორცის გალღობა შეფუთვის გარეშე ოთახის ტემპერატურაზე. ამ მეთოდით მის ზედაპირზე მრავლდება სხვადასხვა მიკროორგანიზმი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა;

არ გამოიყენოთ სუფრის ძმარი. მიუხედავად იმისა, რომ ის აჩქარებს გალღობის პროცესს, სინამდვილეში აფუჭებს ხორცის გემოს.

არსებობს ხორცის სწორად და სწრაფად გალღობის ორი მეთოდი:

- Advertisement -
Ad imageAd image

ხორცის გალღობა წყლით

თქვენ შეგიძლიათ სწრაფად გაალღოთ ხორცი, უბრალოდ ცივ წყალში ჩადეთ. ცხელი წყლის გამოყენება არ შეიძლება გალღობისთვის. პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით, ზოგიერთი დიასახლისი წყალს მარილს ან შაქარს უმატებს.

როგორ გავალღოთ გაყინული ხორცი- რა უნდა ვიცოდეთ | შენი სუფრა

გაზქურა და მიკროტალღური ღუმელი დაგეხმარებათ სწრაფად გაალღოთ გაყინული ხორცი. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ გაფუჭება, უნდა იცოდეთ რამდენიმე წესი:

35ºC-ზე მაღალ ტემპერატურაზე ხორცში იწყება ცილის დენატურაციის პროცესი, ანუ იწყებს მოხარშვას;

- Advertisement -
Ad imageAd image

ოთახის ტემპერატურაზე ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას ხორცის ზედაპირზე, ამიტომ მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ გალღობის და თერმული დამუშავებისთვის განკუთვნილი დრო;

რაც უფრო მაღალ ტემპერატურაზე ალღობთ ხორცს, მით მეტ ტენიანობას დაკარგავს პროცესის დროს და ნაკლებად “წვნიანი” იქნება. საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენებით ხორცის გალღობისას აირჩიეთ სპეციალური გალღობის რეჟიმი, რომლის ტემპერატურა არ აღემატება 30ºC-ს.

კითხვის გაგრძელება 👉 #shenisupra

drpkhakadze #გიორგიფხაკაძე

#აქხარისხია #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). როგორ გავალღოთ გაყინული ხორცი- რა უნდა ვიცოდეთ. 5 იანვარი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გაყინული/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi