შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„უწყების შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე“-სუს-ის კომენტარი აშშ-ის საელჩოს გაფრთხილებაზე

„უწყების შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე“-სუს-ის კომენტარი აშშ-ის საელჩოს გაფრთხილებაზე

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ გამაფრთხილებელ განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარი გაკეთდა:

„სუს-ის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე.

მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას ახორციელებს.მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან.”

საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეების გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.

  „არაფერი დასამალი არ არის. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ეტაპი გადავლახეთ, კარი ღიაა, მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ“-თინათინ რუხაძე გელათზე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი