პოლონეთში დააკავეს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც, სავარაუდოდ, 39 სხვადასხვა პასპორტით სარგებლობდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

პოლონეთში დააკავეს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც 39 სხვადასხვა პასპორტით სარგებლობდა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ვარშავის აეროპორტში სასაზღვრო დაცვისა და პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს ოფიცრებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ საბერძნეთიდან ვარშავის მიმართულებით მფრინავ რეისზე შესაძლოა იმყოფებოდა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც “კანონიერი ქურდის” სტატუსი აქვს. ქართველი კაცი თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე დააკავეს.

პოლონურმა სამართალდამცავმა სამსახურებმა აღმოაჩინეს, რომ კაცი ასევე ფიქსირდებოდა ფრანგულ და გერმანულ ბაზაში. საფრანგეთმა წარსულში მოითხოვა, რომ დაკავებულს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალოს. გერმანული მხარის მონაცემებით კი, კაცი წარსულში მხილებული იყო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში და ის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგისთვის საფრთხის შემცველი იყო.

პოლონეთმა კაცი საქართველოში გამოაძევა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). პოლონეთში დააკავეს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც, სავარაუდოდ, 39 სხვადასხვა პასპორტით სარგებლობდა. 11 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პოლონეთში-დააკავეს-ქართვ/

  რა სამუშაოები ჩატარდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში არსებულ იაპონურ ბაღში
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi