პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისი"უტი, ჩემო სამუდამო და უსასრულოო სიყვარულო, გელოდები" -მტკვარში დაღუპული ახალგაზრდის მეუღლე, ქმართან...

“უტი, ჩემო სამუდამო და უსასრულოო სიყვარულო, გელოდები” -მტკვარში დაღუპული ახალგაზრდის მეუღლე, ქმართან შეხვედრის უკანასკნელ კადრებს აქვეყნებს

მაშველებმა მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი და მასში მყოფი ორი მგზავრის ცხედარი იპოვეს. ერთ-ერთი გარდაცვლილი, სავარაუდოდ, უტა ელიავაა, რომლის ცხედარი ახლობლებმა ამოიცნეს. მეორე ცხედრის ვინაობა ჯერ არ არის დადგენილი.

შემთხვევა 14 მაისს, გამთენიისას, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხდა, როდესაც ავტომობილი მდინარეში გადავარდა. ავტომობილში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ერთი მაშველებმა მალევე გადაარჩინეს, ხოლო ორი გარდაცვლილი იპოვეს. მესამე მგზავრის, 23 წლის გიორგი შამუგიას, ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

გადარჩენილი მგზავრის მონათხრობით, გიორგი შამუგია ცდილობდა ნაპირისკენ მოცურავებას, მაგრამ მას მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც აღარ დაუნახავთ. “გადარჩენილმა ბიჭმა, გიგას მეგობარმა თქვა, დავინახე ნაპირისაკენ მოცურავდა, მაგრამ ის მანქანა დაეჯახა, რომელშიც ვისხედით, დინებას მიჰქონდაო მანქანა და იმან გადაუარა, მერე აღარ მინახავსო”, — ამბობს ახლობელი.

ავტომობილის პოვნა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირება განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილი წყალში უკნიდან შეჯახების შედეგად გადავარდა. მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლი, 2002 წელს დაბადებული ი.ს., სამართალდამცავებმა დააკავეს. “ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2002 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს.-მ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა”, — აცხადებენ უწყებაში.

გარდაცვლილი უტა ელიავას მეუღლემ, გვანცა გოროზიამ, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გაავრცელა:

“უტი, ასე გაგვახარე შენი მოსვლით… აქ წერით ვიმშვიდებ გულს, უტი, მე შენ გელოდები.… შენი გულგახეთქილი დედა გელოდება, უტა. შვილებზე უზომოდ შეყვარებული მამა დამიბრუნდი. მე უშენოდ სუნთქა მიჭირს. უშენოდ არაფერი ვარ, უტი, ჩემო სამუდამო და უსასრულოო სიყვარულო, გელოდები.

მე შენ გარეშე ხომ იცი არ შემიძლია, უტი, გელოდები”, — დაწერა გვანცა გოროზიამ და გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს მისი მოულოდნელი მისვლით როგორ გაახარა ოჯახი და მისი პატარები.

  „მაისურის საყიდელი ფული არ მქონდა“ | ხვიჩა გუტიზე, რიბერისა და საკუთარ მეტსახელზე

„ბოლოჯერ გნახე უტი აქ… შენს ბიჭებთან მოხვედი და ნახევარ საათში წახვედი, უტა, მეჩქარებაო, უნდა დავბრუნდეო, რატომ გაგიშვი, რამდენი გაკოცე და ჩაგეხუტე. მალე მოვალო, ჩემო სიცოცხლეო – მითხარი, მე გელოდები, მოდი“, – წერს გვანცა გოროზია და მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. მესამე მგზავრის ძებნა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.