უსაფრთხოების განგაში გამოცხადდა ისრაელში მყოფი აშშ-ის სამთავრობო პერსონალისა და მათი ოჯახებისთვის

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

აშშ-მა ისრაელში მყოფი აშშ-ის სამთავრობო პერსონალისა და მათი ოჯახებისთვის უსაფრთხოების განგაში გამოაცხადა.

„არსებული ვითარების გამო, აშშ-ის საელჩომ აშშ-ის მთავრობის ყველა თანამშრომელსა და მათ ოჯახის წევრებს მოუწოდა, დარჩნენ თავშესაფარში შემდგომ შეტყობინებამდე“, – ნათქვამია გაფრთხილებაში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების კუთხით ვითარება კომპლექსურია და შეიძლება, სწრაფად შეიცვალოს.

ისრაელში გვიან ღამით განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). უსაფრთხოების განგაში გამოცხადდა ისრაელში მყოფი აშშ-ის სამთავრობო პერსონალისა და მათი ოჯახებისთვის. 13 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/უსაფრთხოების-განგაში-გამ/

  „ხუთ დღეში გაკეთდა ის, რაც „12 წლის განმავლობაში არ გაუკეთებია არავის - მლეთაში ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად გამოირიცხა, რომ მისი შვილი მეწყერმა მოიყოლა“-12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi