პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„უნგრეთი არ აპირებს მონაწილეობის მიღებას უკრაინისთვის აშშ-ისგან იარაღის შესყიდვაში, როგორც ამას ტრამპი...

„უნგრეთი არ აპირებს მონაწილეობის მიღებას უკრაინისთვის აშშ-ისგან იარაღის შესყიდვაში, როგორც ამას ტრამპი სთავაზობს“

უნგრეთი არ აპირებს მონაწილეობის მიღებას უკრაინისთვის აშშ-ისგან იარაღის შესყიდვაში, როგორც ამას დონალდ ტრამპი სთავაზობს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

„მტკიცედ ვიმედოვნებ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები გაგრძელდება, რადგან მშვიდობა ჩვენს ინტერესებშია“, – განაცხადა სიიარტომ, თუმცა დასძინა, რომ „უნგრელი ხალხის ფული, უნგრული იარაღი და უნგრელი ჯარისკაცები უკრაინაში არ მოხვდებიან“.

ამასთან, მან მკაცრად გააკრიტიკა უკრაინაში მიმდინარე მობილიზაცია და განაცხადა, რომ უკრაინაში „ადამიანებზე ნადირობა მიმდინარეობს“.

„უკრაინაში ხშირ შემთხვევაში მიმდინარეობს ნადირობა და მოუმზადებელ ადამიანებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სრულიად უუნარო არიან ფრონტის ხაზზე ყოფნისთვის, იტაცებენ საკუთარი ოჯახებისა და მცირეწლოვანი შვილების თვალწინ“, – დასძინა მან.

  საქართველოს თავდაცვის ძალებში რთულ რელიეფზე მარშირებაში ტურნირი გაიმართა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი