ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაუმძიმესი ტრაგედია - ხანძარის შედეგად ტყუპი ბავშვი დაიღუპა

უმძიმესი ტრაგედია – ხანძარის შედეგად ტყუპი ბავშვი დაიღუპა

ზუგდიდში ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანი დაიღუპა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად 5 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. ბინაში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვნის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოზარდები კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე სამაშველო ჯგუფებთან ერთად მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

არსებობდა საფრთხე ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების, თუმცა, რამდენიმესაათიანი სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა ხანძრის სრულად ჩაქრობა შეძლეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  მედიის ცნობით, ჩეხეთის ქალაქი კრნოვი თითქმის მთლიანად დაიტბორა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი