უმძიმესი ტრაგედია – ხანძარის შედეგად ტყუპი ბავშვი დაიღუპა

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

ზუგდიდში ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანი დაიღუპა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად 5 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. ბინაში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვნის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოზარდები კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე სამაშველო ჯგუფებთან ერთად მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

არსებობდა საფრთხე ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების, თუმცა, რამდენიმესაათიანი სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა ხანძრის სრულად ჩაქრობა შეძლეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). უმძიმესი ტრაგედია – ხანძარის შედეგად ტყუპი ბავშვი დაიღუპა. 13 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/უმძიმესი-ტრაგედია-ხანძა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi