პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოუკრაინის ხელისუფლებას არ აქვს უფლება, დათმოს ის მიწები, რომლისთვისაც უკრაინელები დაიღუპნენ -...

უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს უფლება, დათმოს ის მიწები, რომლისთვისაც უკრაინელები დაიღუპნენ – ზელენსკი

უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს უფლება, დათმოს ის მიწები, რომლისთვისაც უკრაინელები დაიღუპნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ ჟურნალისტის კითხვას, მისაღები იქნება თუ არა კიევისთვის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს შეინარჩუნებს, უპასუხა, რომ უკრაინა არასოდეს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიებად, თუნდაც მისი ყველა მოკავშირე ამის მომხრე იყოს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავად პუტინს ჯერჯერობით არ ესმის, როგორ გამოვიდეს ამ ომიდან, ამიტომ, „აშშ-მა და ევროპამ მასზე ზეწოლა უნდა განახორციელონ.“ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ურჩევს პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებას კითხვით, თუ რა სურს და რას სთავაზობს თავად ის.

„პუტინმა ყველაფერი დაარღვია, ის არის დამნაშავე. მან უნდა იცოდეს, რა დააშავა, რა დაარღვია, სად დაუშვა შეცდომა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მასთან საუბარი. თქვენ რომ დაელაპარაკოთ ისე, როგორც თანასწორს, ეს იქნება მარცხი უკრაინისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

  ბერლინში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი