ტყუილისა და აბსურდის სამარცხვინო ტირაჟირება!
ოლიმპიადის გახსნის ცერემონია არ მოიცავდა ანტიქრისტიანულ რიტორიკას და აი რატომ:
1. ლეონარდო და ვინჩის “საიდუმლო სერობა” და მისი გაშარჟება აქ არაფერ შუაშია. ეს არ იყო უკანასკნელი ვახშამი. ეს იყო ძველი ბერძნული ბახანალიის გამოსახვა… რადგან, იცით, ოლიმპიადები ძველია და ბერძნულია. სიურპრიზი! მითქმა-მოთქმის გამომწვევი სცენა მე-17 საუკუნის ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის, იან ვან ბეილერტის, ტილოს გაცოცხლება იყო. ამ ნახატს “ღვთაებათა ზეიმი” ეწოდება და ის “ლურჯი კაცი” ძველი ბერძნული ღმერთი ბახუსია (დიონისე) და არა იესოს გაშარჟების მცდელობა. დანარჩენი პერსონაჟებიც ოლიმპიელ ღვთაებებს განასახიერებენ და არა მოციქულებს. თუ არ იცით, ბახანალია არის უკონტროლო, უზომოდ ხანგრძლივი წვეულება. ასეთი წვეულებები ხშირად რამდენიმე დღე გრძელდებოდა და მათ ღვინის ღმერთ ბახუსს (ლურჯი ტიპი, დაფარული ვაზით) პატივს სცემდნენ. მას ასევე დიონისე ეწოდება, ბერძნული ნაყოფიერების ღმერთი, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა როგორც ღვინის და სიამოვნების ღმერთი.
2. ის რკინის ცხენოსანი არის არა “აპოკალიპტური მხედარი”, არამედ მდინარე სენის მფარველი ქალღმერთი სექვინა, ამიტომაც ქვია სენას სენა! ის ოლიმპიური სულის და სენას გამოსახულებად იყო წარმოდგენილი.
3. ქალი წითელში მარი ანტუანეტი იყო. ის მართავდა საფრანგეთს და მას ღალატში, შეთქმულებაში და ქვეყნის ქონების მოპარვაში ადანაშაულებდნენ. გაიხსენეთ ეს?
4. არანაირი განცხადება კათოლიკურ ეკლესიას და ვატიკანს არ გაუკეთებია!
თუ ზოგიერთი თქვენგანი სკოლაში დადიოდა და სწავლობდა, ალბათ გეცოდინებოდათ ეს ყველაფერი.
გაუნათლებლობა კლავს…
სიყვარულით,
გიორგი ფხაკაძე
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). “ტყუილისია და აბსურდის სამარცხვინო ტირაჟირება” – გიორგი ფხაკაძე პარიზის ოლიმპიადას ეხმაურება. 29 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ტყუილისა-და-აბსურდის/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T22:26:41+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

