როგორ გავწმინდოთ ტყავის ქურთუკი
ტყავის ქურთუკი არ არის მხოლოდ მოდური ელემენტი – ის ინვესტიციაა კომფორტსა და სტილში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ ვიზრუნოთ მასზე სწორად, რათა დიდხანს შევინარჩუნოთ მისი ხარისხი და იერსახე.
არსებობს რამდენიმე მარტივი და უსაფრთხო გზა, როგორ გავწმინდოთ ტყავის ქურთუკი სახლში ისე, რომ მას ზიანი არ მივაყენოთ.

საჭირო მასალები:
რბილი ღრუბელი და ტილო, თხევადი საპონი, ტყავის კონდიციონერი, სპეციალური სველი ხელსახოცები ტყავისთვის.
რეგულარული გაწმენდა მშრალი ტილოთი
წყლით და ღრუბლით გაწმენდა. დაასველეთ ღრუბელი წყალში და დაამატეთ ოდნავ განზავებული საპონი. ფრთხილად გაიწმინდეთ ლაქები ცენტრიდან გარეთ. თუ ლაქის გარშემო რგოლი გაჩნდა – კვლავ დაასველეთ და რბილად გაავრცელეთ კიდეებზე.
საპნის ნარჩენების მოცილება. გამოიყენეთ სუფთა ნოტიო ტილო და ფრთხილად ჩამორეცხეთ ზედაპირიდან.
სწრაფი გაშრობა. რბილი მშრალი პირსახოცით მოაშორეთ ტენი, შემდეგ ჩამოკიდეთ ქურთუკი კარგად განიავებად ადგილას 24 საათით.
ტყავის კონდიცირება. სრულიად გაშრობის შემდეგ გამოიყენეთ კონდიციონერი ტყავისთვის, რათა აღდგეს ბუნებრივი ცხიმი და სირბილე. ჯერ შეამოწმეთ თვალისგან მოშორებულ ადგილას – ხომ არ ცვლის ფერს.

როგორ გავწმინდოთ შიდა მხარე?
შიდა ნაწილი ხშირად მზადდება პოლიესტერის, ბამბის, ვისკოზისა ან აბრეშუმისგან. წაიკითხეთ ეტიკეტზე მითითებული ინსტრუქცია.
პოლიესტერისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მსუბუქი სარეცხი ხსნარი
ბამბის/აბრეშუმის შემთხვევაში – უმჯობესია პროფესიონალს მიანდოთ.

დამატებითი რჩევები:
📌უთო? მხოლოდ დაბალ ტემპერატურაზე, ტილოს ან პირსახოცის ზედაპირზე
📌არ გამოიყენოთ პლასტმასის შესაფუთები – ხელს უწყობს ნესტის დაგროვებას
📌არ დატოვოთ მძიმე ნივთები ჯიბეებში – შეიძლება ქურთუკი დეფორმირდეს
📌შენახვა: გრილ, მშრალ ადგილას, მზის პირდაპირი სხივების გარეშე.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ტყავის ქურთუკის გასაწმენდად მარტივი ხრიკები. 28 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ტყავის-ქურთუკი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T19:36:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

